პიტ ჰეგსეტი: ირანის ახალი ლიდერი გონივრულად მოიქცევა, თუ გაითვალისწინებს ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ყური უნდა უგდოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებს და არ უნდა ისწრაფვოდეს ბირთვული იარაღის შექმნისკენ.

„ირანის ახალი ლიდერი გონივრულად მოიქცევა, თუ გაითვალისწინებს ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს, რაც გულისხმობს ბირთვულ იარაღზე უარის თქმას და ამის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებას“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

კითხვაზე, რომელიც ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს ხამენეის შესაძლო დაჭრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხებოდა, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.