პიტ ჰეგსეტი: დღეს, ირანის ტერიტორიაზე ჩვენი დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე იქნება

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „დღეს, ირანის ტერიტორიაზე ჩვენი დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე იქნება“.

„ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა. სადაზვერვო მონაცემები უფრო დახვეწილი და უკეთესია, ვიდრე ოდესმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანმა რაკეტების ყველაზე მცირე რაოდენობა ისროლა“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არ არის 2003 წელი“, რითაც ერაყის ომზე მიანიშნა.

„ჩვენი თაობის ჯარისკაცი არ დაუშვებს ამის განმეორებას და არც ეს პრეზიდენტი, რომელიც სრულიად მკაფიოდ გამოდიოდა მსგავსი დაუსრულებელი და ბუნდოვანი მიზნების მქონე მისიების წინააღმდეგ. ეგ დრო წარსულს ჩაბარდა“, - დასძინა მან.