პაკისტანის პრემიერი: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმეს

შეჰბაზ შარიფი

აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებულ ტექსტს მიაღწიეს, - განაცხადა პარასკევს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა.

პაკისტანი, რომელიც ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებდა, ახლა „შემდგომი ნაბიჯების დასასრულებლად“ მუშაობს - დაწერა შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში.

შარიფმა ასევე დაგმო ის, რასაც მან უწოდა „დეზინფორმაციის უწყვეტი კამპანია, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის მსურველები აწარმოებენ“.

„მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლაა“, - დასძინა მან.