რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
ნიუ-იორკში პოლიციამ 100-მდე დემონსტრანტი დააკავა. მანჰეტენზე, ისრაელის მხარდამჭერი ამერიკელი სენატორების ოფისებთან გამართული "მჯდომარე აქციის" მონაწილეები, ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვას და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეჩერებას მოითხოვდნენ. Reuters-ი წერს, რომ საპროტესტო ტალღა სენატში დაგეგმილ იმ კენჭისყრას უკავშირდება, რომელიც ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდების ბლოკირებას ითვალისწინებს.