ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა - რა არის ცნობილი მედიისთვის ამ დროსთვის
1766958497
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ქალაქში ძლიერი თოვლის შემდეგ მოქალაქეებს მოუწოდა, სახლში დარჩენილიყვნენ. ამის შესახებ მან ABC-ის ადგილობრივ განყოფილებასთან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, ადამსმა ქალაქის მცხოვრებლებს დემოგრაფიის „გაძლიერებისკენ“ მოუწოდა.
„დარჩით სახლში. ეს კარგი დღეა ბავშვის გასაჩენად“, — თქვა ნიუ-იორკის მერმა.
თავად ერიკ ადამსმა არ დააკონკრეტა, როგორ გაატარა დასვენების დღე, თუმცა მოქალაქეებს ურჩია, „ამინდით დატკბნენ“.
ცნობილია, რომ ძლიერი თოვლის ფონზე აშშ-ში ათი ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა.