მოგეწონათ ჩვენი სამზარეულო? - ტრამპი ზელენსკის

ტრამპი ზელე

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ფლორიდაში დასრულდა. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ივახშმეს.  მოგეწონათ ჩვენი სამზარეულო? - ჰკითხა ტრამპმა ზელენსკის. 

„ჩვენ მიმოვიხილეთ,  სამშვიდობო გეგმის 95%, არ ვიცი ზუსტად რამდენი პროცენტით, მაგრამ ამ ომის დასრულების კუთხით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ ზელენსკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები გადამწყვეტი ეტაპია ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.