1766955441
იაპონიაში ზოოპარკიდან მგელი გაიქცა
ტოკიოში მდებარე ზოოპარკი „ტამა“ კვირას დაიხურა, მიზეზი მგელის ვოლიერიდან გაქცევა გახდა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს. ზოოპარკიდან ვიზიტორების ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც მტაცებელი დაახლოებით დილის ცხრის ნახევარზე საზოგადოებრივ ბილიკზე შენიშნეს.
გაქცეული მგელი თითქმის ხუთი საათის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა და საბოლოოდ 14:20 საათზე ზოოპარკის ტერიტორიაზე, ბუჩქნარში დააკავეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ევრაზიული, ანუ ევროპული მგელი, ნაცრისფერი მგლის ქვესახეობაა და საერთო გარეგნობით დიდ ძაღლს ჰგავს. მისი წარმომადგენლები საშუალო ზომის ჩლიქოსნებზე ნადირობენ, თუმცა მზად არიან უფრო მცირე ნადავლიც შეჭამონ, მაგალითად ბაყაყები და კურდღლები. მეცნიერები ამ მტაცებლის სახეზე 10-ზე მეტ მიმიკურ გამომეტყველებას განასხვავებენ.










