ნეთანიაჰუ: სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სანამ ის ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს იკავებს, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

„სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ამ საკითხზე მას და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სრული თანხმობა აქვთ.

„პრეზიდენტ ტრამპსა და ჩემს შორის ამ საკითხზე სრული თანხმობაა“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ნეთანიაჰუს განცხადებით, იგი უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ამ ბრძოლის გარეშე ირანი დიდი ხნის წინ უკვე მოიპოვებდა ბირთვულ ბომბებს, რათა ისრაელი გაენადგურებინა“, - დასძინა მან.

ნეთანიაჰუს თქმით, ირანი „ებრაული სახელმწიფოს განადგურებას ცდილობს“ და მან საკუთარი ცხოვრება სწორედ ამის აღსაკვეთად მიუძღვნა.

„სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.