ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

ნეპალი

ნეპალში წყალდიდობის გამო, 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. მედიის ცნობით, წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია.

წყალდიდობას ღვარცოფი მოჰყვა. სტიქიამ ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს გადაუარა. ვრცელდება ცნობა ოცი მესაზღვრის დაღუპვის შესახებ.

ტიბეტსა და ნეპალის ნაწილში, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.