ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
გამანადგურებელი სტიქია ნეპალსა და ტიბეტში. სასაზღვრო ზონაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ღვარცოფი მოჰყვა. სასაზღვრო პუნქტთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს წამებში როგორ გადაფარა ღვარცოფმა სასაზღვრო ზონა.
გრუნტისა და წყლის მასამ თან ჩაიტანა მანქანები და ავტობუსები.
ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 400-მდე ტურისტი. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ნაპოვნია 18 ცხედარი, მაშველებმა წყალდიდობის ზონიდან 88 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერი სავარაუდოდ მიწისძვრამ გამოიწვია.
დატბორილია საზღვრის პირა დასახლებები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო საცხოვრებელი სახლები და ხიდებიც. ნიაღვარმა დააზიანა ტრიშულის ჰიდროელექტრო სადგურიც.