ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1750099867
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყველა ირანელს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ, გამოიჩინონ სიმტკიცე და წინააღმდეგობა გაუწიონ დანაშაულებრივ აგრესიას, რომელსაც ირანი განიცდის.
ირანის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანმა შანსი მისცა დიპლომატიას და გზა გაუხსნა მოლაპარაკებებსა და დიალოგს.
„მტერი ვერ შეძლებს ირანისა და მისი ხალხის განადგურებას მკვლელობებისა და ტერორის მეშვეობით. ყოველი მიზანმიმართული თავდასხმის შემდეგ აღმოჩნდება ასობით სხვა გმირი, რომლებიც აღმართავენ დროშას და გააგრძელებენ გზას“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიისწრაფვის ბირთვული იარაღის ფლობიკენ, მაგრამ უფლება აქვს, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით და ჩაატაროს კვლევები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ირანელ ხალხს.