მოსკოვის სამედიცინო ცენტრის საყინულეში, ადამიანის თავები იპოვეს - საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაა აღძრული

პალატა

SHOT-ის ცნობით, მოსკოვში, პოლიციამ სამედიცინო ცენტრის საყინულეში ხუთი გაყინული ადამიანის თავი აღმოაჩინა.

წყაროს ცნობით, აღმოჩენა სუზდალსკაიას ქუჩაზე მდებარე მულტიდისციპლინურ მორფოლოგიურ სამედიცინო ცენტრში გაკეთდა. გამოძიება, სანქტ-პეტერბურგში აღძრული, თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.

 დაწესებულება ანატომიის კურსებისა და გვამური მასალის პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენებოდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბიოლოგიური მასალები, შესაძლოა, მორგებთან არაოფიციალური შეთანხმებებით იყოს მოპოვებული. ამ საქმესთან დაკავშირებით, ადრე დააკავეს სამედიცინო დაწესებულებებთან და კომერციულ სუბიექტებთან დაკავშირებული რამდენიმე პირი. ამოღებული ბიოლოგიური მასალა ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.