ტრაგედია ბათუმში - 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო
1783458774
მარინ ლე პენი აცხადებს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და განაჩენს საფრანგეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
„მე არ შემიძლია საარჩევნო კამპანიის წარმოება ელექტრონული სამაჯურით. მსურს, ამ საქმეში ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენო. დღეს აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ 2027 წლის არჩევნებში კანდიდატი ვარ. ჩემი საარჩევნო კამპანია დაუყოვნებლივ იწყება, რათა საფრანგეთის აღორძინება დავიწყოთ“, – განაცხადა ლე პენმა ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
მარინ ლე პენის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტი თავად გახდება, ხოლო ჯორდან ბარდელა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
„ჩვენ გვაქვს მყარი პარტნიორობა, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ“, – აღნიშნა ლე პენმა.
ამასთან, მარინ ლე პენის თქმით, უზენაესი სასამართლო მის საჩივარს თუ არ დააკმაყოფილებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ფრანგი ამომრჩეველი მიიღებს.
ცნობისთვის, დღეს პარიზის სააპელაციო სასამართლომ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების საქმეზე მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა შეუმცირა ვადა, რომლის განმავლობაშიც ეკრძალებოდა არჩევნებში კანდიდატურის წარდგენა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს პოტენციურად 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება, თუმცა ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.