მეცნიერებმა მიაგნეს ნეირონს, რომელსაც პარალიზებული ადამიანების განკურნება შეუძლია

შშმ პირი

მეცნიერებმა მიაგნეს ნეირონს, რომელსაც პარალიზებული ადამიანების განკურნება შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

Nature-ში 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნაწილობრივ პარალიზებული პაციენტების 22, ხოლო სრულად პარალიზებული პაციენტების 36% სუიციდური ხდება.

მიუხედავად ამისა, მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა, ცოტა ხნის წინ, ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების (SCI) მქონე 9 ადამიანს ხელახლა გავლის შესაძლებლობა მისცა. ისინი ამბობენ, რომ აღმოაჩინეს ნეირონები, რომელთაც შეუძლიათ SCI-ის მქონე ადამიანებს შანსი მისცენ.

ქრონიკულ დამბლას ზურგის ტვინის დაზიანება იწვევს, შესაბამისად, სხეული სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას ან მოძრაობის უნარს.  უნივერსალური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომია თერაპიები, რომელთაც პაციენტის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება შეუძლიათ. ეპიდურალური ელექტრული სტიმულაცია(EES) ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა, რომლის ფარგლებშიც ექიმები ზურგის ტვინის კონკრეტულ რეგიონში ელექტროდებს ათავსებენ, რათა პაციენტს მოძრაობის შესაძლებლობა მიეცეს.

ეს ელექტროდები აღადგენენ ელექტრული იმპულსის დარღვეულ გადაცემას ზურგის ტვინის ზედა და ქვედა ნაწილს შორის. EES-ის პარალელურად, პაციენტი ფიზიოთერაპიის კურსსაც გადის, რაც საშუალებას აძლევს, აღადგინოს სხეულის მოძრაობა ნაწილობრივ მაინც. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა EES თერაპია 9 პაციენტს ჩაუტარეს.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის 5 თვის განმავლობაში, სუბიექტებმა ხელახლა გავლა შეძლეს.

ეს ახალი და საინტერესო მიგნება ქრონიკული დამბლის მქონე ადამიანებისათვის იმედის მომცემია.