მეფე ჩარლზი პირველ განცხადებას ავრცელებს

მეფე ჩარლზი

დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მეფე პირველ განცხადებას ავრცელებს:

„ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. ჩვენ ღრმად ვგლოვობთ დაფასებული მონარქის და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, მის დაკარგვას მთელს ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს. ამ გლოვისა და ცვლილების მომენტში, ჩემს ოჯახს და მე გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემის და დიდი სიყვარულის შესახებ, რითაც დედოფალი ასე ფართოდ იყო მოცული“, - აცხადებს მეფე ჩარლზ მესამე.