მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების, „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ნინიო გერერო მოკლა, რომელიც, ტრამპისვე თქმით, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იყო.
„ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობამ სწრაფი და სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა, რათა წარმატებით მოეხდინათ ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, „ტრენ დე არაგუას“, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ამერიკელების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„მე შევასრულე ჩემი დაპირება და „ტრენ დე არაგუა“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვაცხადე, ათასობით ბოროტი დამნაშავე გავაძევე და ომი გამოვაცხადე კარტელების წინააღმდეგ, რომლებიც, დიდი ხანია, ომს აწარმოებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სუსტმა ლიდერებმა ამერიკა უმწეოდ დატოვეს. ეს ქმედება მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს მეგობრებთან ვენესუელაში, რომლებთანაც ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. შედეგად, „ტრენ დე არაგუას“ ტერორისტებს აღარ აქვთ უსაფრთხო თავშესაფარი ვენესუელაში ან სხვაგან. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიპოვით ამ სასტიკ მკვლელებსა და ნარკობარონებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და გავგზავნით ჯოჯოხეთის სიღრმეში, სადაც მათი ადგილია“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.