მარკო რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.

„უახლოესი საათებისა და დღეების განმავლობაში ვნახავთ, კიდევ სად შეიძლება პროგრესის მიღწევა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, აშშ უპირატესობას ანიჭებს „მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზას და ჩვენ მას წარმატების მისაღწევად ყველა შანსს მივცემთ“.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს „სხვა ვარიანტებიც აქვს... იმ შემთხვევისთვის, თუ ეს გზა არ იმუშავებს“.