1734003706
მარგარიტა სიმონიანს ოთხჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე პუტინს - მედია
მარგარიტა სიმონიანის ყოველთვიური ხელფასი ოთხჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მარტო 2021 წელს სიმონიანის ხელფასმა წელიწადში 556 ათას ევროს მიაღწია. 2021 წელს პროპაგანდისტმა იმაზე მეტი ფული იშოვა, ვიდრე თავად კრემლის ლიდერმა. ამავე დროს საინტერესოა, რომ ჟურნალისტის შემოსავლები წლიდან წლამდე კოლოსალურად იზრდება. აქ საუბარია პუტინის იმ შემოსავალზე, რომელიც დეკლარაციაშია, რადგან მისი სხვა ბიზნესები და იქიდან მიღებული მილიარდები, მედიისთვის გასაიდუმლოებულია.
სიმონიანმა კარიერა რუსეთის „პირველ არხზე“ კორესპონდენტად დაიწყო. ის აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომს, მოგვიანებით მისი პოპულარობა ბესლანის ტერაქტის დროს გაიზარდა, სადაც ის აქტიურად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, 2005 წელს ის რუსული პროპაგანდისტული მედიის ,,რაშა თუდეის“ რედაქტორად დაინიშნა. ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, სიმონიანისა და მისი ქმრის, ტიგრან კეოსიანის ბიზნესი უკვე იმპერიად იქცა.