მადრიდში მასწავლებელთა გაფიცვა უპრეცედენტო საპროტესტო აქციებითა და პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო

ნჯ

 მადრიდში მასწავლებელთა გაფიცვა უპრეცედენტო საპროტესტო აქციებითა და პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო.

ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის, კომპლუტენსეს უნივერსიტეტთან სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა პოლიციის ქმედებების სასწრაფო გამოძიება მოითხოვა.

გაფიცვაში რეგიონის პედაგოგების თითქმის ნახევარი ჩაერთო. ისინი ხელფასების 600 ევროთი გაზრდას, სასწავლო საათების შემცირებას და კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შეზღუდვას ითხოვენ.

✕