მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს მადლობას უხდის, რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსისთვის, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გაიმართა.
„მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – ვკითხულობთ უკრაინის რადას განცხადებაში.
ცნობისთვის, 6 აპრილს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ხელებშეკრულები პარლამენტთან დაწვნენ, რითაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.
