განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების წყაროს ცნობით, მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოვარდა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს მეექვსე სართულზე მკურნალობდა.
მაგანოვი „ლუკოილში“ კომპანიის დაარსებიდან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2020 წლიდან იყო. კომპანიას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.