„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ევროპული მხარე აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.
მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა ევროპელების მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
„მათ შეუძლიათ იქ მოხვდნენ, თუ ბილეთებს იყიდიან, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მათი მიწვევა არავის განუზრახავს“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ.
უშაკოვმა არ დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები იმის შესახებ, რომ აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკური მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბერს გაიმართოს. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის ზუსტი თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.