1781210306
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრად დენ ჯარვისი დანიშნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დენ ჯარვისი დანიშნა. ინფორმაციას Sy News-ი ავრცელებს.
„ჩემი მთავარი მოვალეობა ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და მე ყოველთვის გავაკეთებ აუცილებელს, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვა. მოხარული ვარ დავნიშნო დენ ჯარვისი თავდაცვის მინისტრად იმ პერიოდში, როცა ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ და ვუპირისპირდებით მზარდ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, - ციტირებს Sky News-ი სტარმერს.
თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ჯარვისი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდა უსაფრთხოების საქმეებს კურირებდა.
ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი თანამდებობიდან გადადგა. ჰილიმ სტარმერის მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო.










