კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას მხარს არ დაუჭერს

კირ სტარმერი:

დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტის ბლოკადას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

კითხვაზე, აკისრებს თუ არა პირადად აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პასუხისმგებლობას დიდი ბრიტანეთის ენერგიის გადასახადებზე ზეგავლენისთვის, სტარმერმა პირდაპირ არ უპასუხა.

მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“, რისი გაკეთებაც შეუძლია, არის დეესკალაციისა და სრუტის გახსნისკენ მოწოდებისთვის ქვეყნების გაერთიანება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ომში არ ჩაერთვება.