რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
უნგრეთის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებები ბევრად უფრო მდგრადია რუსული პროპაგანდისა და სხვა გარე ჩარევის მიმართ, – ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უნგრეთის არჩევნების შედეგი დემოკრატიული საზოგადოების სიმტკიცეს ადასტურებს. მისი თქმით, პეტერ მადიარის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიებს შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ როგორც რუსულ პროპაგანდას, ისე გარე ჩარევას.
მერცმა აღნიშნა, რომ არჩევნების მკაფიო შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
„ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებები აშკარად ბევრად უფრო მდგრადია რუსული პროპაგანდისა და სხვა გარე ჩარევის მიმართ ასეთ არჩევნებში. რაც შეეხება უნგრეთსა და უკრაინას, დიახ, ახლა ყველაფერი უფრო მარტივი იქნება“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ პირადად მისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ამბავი იყო.
„უნდა ვთქვა: ჩემთვის ეს იყო გუშინდელი დღის ერთ-ერთი საუკეთესო ამბავი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მდგრადობის ასეთი მაღალი დონე ისეთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, როგორიც უნგრეთია. მემარჯვენე პოპულიზმმა გუშინ უნგრეთში მძიმე მარცხი განიცადა და ეს მხოლოდ უნგრეთს არ ეხება. უნგრეთი მთელ მსოფლიოში მემარჯვენე პოპულიზმის წინააღმდეგ ძალიან მკაფიო სიგნალს აგზავნის. გუშინდელი დღე ამ მხრივაც კარგი იყო“, – განაცხადა მერცმ