1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ხელები შორს გრენლანდიიდან, – ასე გამოეხმაურა დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს გრენლანდიის შესახებ.
„ვფიქრობ, რომ ამერიკის პრეზიდენტის მიერ მოკავშირის დაშინება წარმოუდგენელია. დანია შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი და ყველაზე საიმედო მოკავშირეა. ფაქტია, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია. შეერთებული შტატები გრენლანდიაში თავდაცვითი სისტემით თუ კმაყოფილი არ არის, ჩვენ მადლიერი ვიქნებით შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, – ამბობს რასმუსენი.
„უოლ სტრიტ ჯორნალმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს არქტიკულ კუნძულზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების ბრძანება მისცა.