სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ჰარისის თქმით, ის უკანასკნელი რამდენიმე თვე „სერიოზულად ფიქრობდა“ იმაზე, ეყარა თუ არა კენჭი მშობლიურ კალიფორნიის შტატში.
„მე მიყვარს ეს შტატი, მისი მცხოვრებლები და მათი შეხედულებები. ეს ჩემი სახლია. მაგრამ ღრმა მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ არჩევნებზე გუბერნატორის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ“, - აღნიშნა ჰარისმა.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ისიც დააკონკრეტა, რომ უახლოეს მომავალში მისი კარიერა „არჩევით თანამდებობასთან დაკავშირებული არ იქნება“.