ექსტრემალურად დაბალმა ტემპერატურამ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე გაყინა
1770052191
36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან "თბილისოში" ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა. შემთხვევა მიტიშჩში მოხდა.
დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50-წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ვრცელდება სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დანაშაულის ფაქტია ასახული. ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოსო ბერაიაა. იგი ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ხორგადან იყო.