ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად იუტას შტატის აეროპორტში. არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის აფრენისთანავე მოხდა. ბორტზე სულ 4 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარის გამო დროებით დაიხურა აეროპორტი, გაუქმდა რამდენიმე ფრენა. უცნობია დამატებითი დეტალები. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ გამოძიება დაიწყო.