ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიბანის სამხრეთით „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

ჰეზბოლა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიბანის სამხრეთით „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.

ისმაილ იუსეფ ბააზი დაჯგუფების „სანაპირო სექტორს“ მეთვალყურეობდა და ლიბანის სანაპირო ზონიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ხელმძღვანელობდა. ბააზის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს „ჰეზბოლაც.“