მოსალოდნელია წყალმოვარდნები, სეტყვა, ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლოებას აფრთხილებს
1779272645
ისრაელში ქრისტიანები უსაფრთხოდ არიან, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა თავის გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან შეხვედრის შემდეგ.
„წმინდა მიწაზე ქრისტიანები უსაფრთხოდ და კეთილდღეობაში ცხოვრობენ“, - ამბობს საარი. „ხოლო ვინც ხელს აღმართავს ჩვენს თანამოქალაქე ქრისტიანებზე, მასთან მიმართებით ზომები მკაცრად იქნება მიღებული“.
ირანის წინააღმდეგ ომის თემასთან დაკავშირებით საარმა აღნიშნა: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რეჟიმის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე განხორციელებულ არაპროვოცირებულ თავდასხმებს“.