ისრაელის არმიის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, ღაზაში ამჟამად კვლავ სიმშვიდეა

ღაზა

ისრაელის არმიის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ, ღაზაში ამჟამად კვლავ სიმშვიდეა. "ცახალი" ამბობს, რომ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განახლდა.

მანამდე ისრაელელმა სამხედროებმა, მათივე განმარტებით, იარაღის საწყობებს, საცეცხლე წერტილებსა და "ჰამასის" სხვა ინფრასტრუქტურას შეუტიეს. დაღუპულია 44 ადამიანი. არიან დაჭრილები.

"ცახალი" ასევე იტყობინება, რომ, იერიშების შედეგად, განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციის მიწისქვეშა გვირაბების 6-კილომეტრიანი მონაკვეთიც.