ირანში ყოფილ ფეხბურთელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

 ამირ ნასრ-აზადანი

ყოფილ ფეხბურთელს ამირ ნასრ-აზადანის ირანში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

iranwire.com-ის ინფორმაციით, იტყობინება, „რაჰ-აჰანის“ ექს-მოთამაშე და კიდევ რვა ადამიანი დამნაშავედ სცნეს ანტისამთავრობო პროტესტებისას ირანის სამართალდამცავი ორგანოების სამი წარმომადგენლის მკვლელობაში.

წყაროს ცნობით, 26 წლის ნასრ-აზადანი მართლაც მონაწილეობდა პროტესტებში და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა, თუმცა არ იმყოფებოდა იმ რაიონში, სადაც ძალოვანები მოკლეს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, როცა 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავეს და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.