ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა, ამის შესახებ ინფორმაციას მედია ირანის გენერალურ პროკურორზე მოჰამედ ჯაფარ მონთაზერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან", - განაცხადა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.
ცნობისთვის, მორალის პოლიცია 2006 წელს, მოკრძალებისა და ჰიჯაბის კულტურის გასავრცელებლად, ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მმართველობის დროს შეიქმნა.
შეგახსენებთ, უკვე ორთვე-ნახევარია რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.