ირანში არეულობა გრძელდება - დაშავებულთა რაოდენობის გამო ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

ჯო

ირანში მასობრივი არეულობის მეთექვსმეტე დღეა. ქვეყნის 31-ვე პროვინცია და 185-მდე ქალაქი უკიდურესი პროტესტის ეპიცენტრია. აქციებში მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ძალოვნები მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს იყენებენ.

დაშავებულთა რაოდენობის გამო ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა.

მსხვერპლი უკვე 500-ზე მეტია. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ ცდილობენ ახლობლები დემონსტრაციებზე დაღუპულთა ცხედრების ამოცნობას.