„ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ძალადობა უნდა შეწყდეს, დიალოგისთვის სივრცე უნდა გაიხსნას" - რომის პაპი

რომის პაპი

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამართული ლოცვის დროს, რომის პაპმა განაცხადა, რომ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ძალადობა უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, მიმდინარე კონფლიქტი შიშსა და სიძულვილს აღვივებს.

როგორც ლეო XIV აღნიშნავს არსებობს საფრთხე, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს, მათ შორის ლიბანი. ამასთან, აუცილებელია, შეწყდეს დაბომბვა, რათა შეიქმნას სივრცე დიალოგისთვის.

"აღვავლინოთ ჩვენი მოკრძალებული ლოცვა, რომ ბომბების ხმა შეწყდეს, იარაღი დადუმდეს და გაიხსნას სივრცე დიალოგისთვის, სადაც ხალხების ხმა იქნება მოსმენილი", – განაცხადა რომის პაპმა.