1772995280
ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მასუდ ფეზეშქიანმა ილჰამ ალიევს ბაქოში ირანის საელჩოში ვიზიტისა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო ალიევის ირანის საელჩოში მისვლიდან მეორე დღეს ნახიჩევანში მომხდარ შემთხვევაზეც. ფეზეშქიანი ამტკიცებს, რომ შეტევას ირანთან კავშირი არ აქვს და საქმის გამოძიების პირობა დადო.











