ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია, პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება

ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო/ოდირის დირექტორთან შეხვედრა გამართა

 საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია, პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო, თანმხლებ დელეგაციასთან და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, აგრეთვე, საქართველოსთვის ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები.