ტრამპმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება დიდი შეცდომაა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალი ხამენეის ვაჟის, მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება „დიდი შეცდომაა“.

„ვფიქრობ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს“, - თქვა ტრამპმა. „არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს. ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს“.

პრეზიდენტს ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მოჯთაბა „მიუღებელი“ არჩევანი იქნებოდა, ხოლო ისრაელმა დადო პირობა, რომ ნებისმიერ მემკვიდრეს სამიზნეში ამოიღებს.