თელავში მანქანა ქვეითს დაეჯახა

ავარია თელავში

თელავში, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა

„პირველადი დათვალიერებით არის ზედა კიდურის მოტეხილობა. ამ წუთებში პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა თელავის რეფერალური ჰოსპიტლის მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.