განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის, ადმირალ ხაჯიზადეს განცხადებით, ახალი რაკეტა ყველა სახის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვას შეძლებს და ათწლეულების განმავლობაში არ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც მის განეიტრალებას შეძლებს.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა არის გამიზნული მტრის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებისთვის და არის „მნიშვნელოვანი ნახტომი“ ამ სფეროში.
ჰიპერბგერით რაკეტას ფრენა ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად შეუძლია.