ირანმა აშშ-ს მიმართა, მოემზადოს, რომ ნავთობის ფასი ბარელზე 200 დოლარს მიაღწევს

ნავთობი

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ირანის გაერთიანებულმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ კონფლიქტის გაგრძელებისას აშშ უნდა მოემზადოს ბარელზე 200 დოლარის ფასისთვის და დასძინა, რომ მას „ხელოვნური ზომებით“ ფასების კონტროლი არ შეუძლია.

ირანის სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის „ურთიერთდარტყმების“ პოლიტიკა დასრულდა და ახლა ის „უწყვეტ დარტყმებს“ განახორციელებს.

ომმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და ფასი 9 მარტს ბარელზე 120 დოლარს მიუახლოვდა, დღის ბოლოს კი შემცირდა. ამჟამად ბარელზე ფასი დაახლოებით 91 დოლარს შეადგენს.

ბრენტის ტიპის ნავთობის ბარელის რეკორდული ფასი 147.50 დოლარია, რომელიც 2008 წლის ივლისში, ფინანსური კრიზისის პიკამდე დაფიქსირდა.