ქვეყანა, რომელიც არ არსებობდა - ყველაზე მასშტაბური ტყუილი ისტორიაში
1773248687
ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა.
მაკრონის თქმით, აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი კვლავ ფუნქციონირებდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ „ნავიგაციის თავისუფლება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ყველა სახელმწიფოსთვის“, რადგან რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ერთ-ერთ მთავარ საზღვაო სატრანზიტო გზაზე მოძრაობა პრაქტიკულად შეაჩერა.
მაკრონის თქმით, ასევე აუცილებელია მესამე მხარეებთან თანამშრომლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვები.