ირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა

ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებთან გამართულმა მოლაპარაკებამ დამაიმედებელი სიგნალები მისცა. მასუდ ფეზეშქიანმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ირანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულია. ბოლო მოლაპარაკებები პრაქტიკული წინადადებების გაცვლას მოიცავდა და დამაიმედებელი სიგნალები მოგვცა, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ვაშინგტონის ქმედებების მონიტორინგს და ნებისმიერი სცენარისთვის ვემზადებით“, - წერს ფეზეშქიანი.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაცია 26 თებერვალს ჟენევაში ირანულ მხარესთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს გამართავს.