შესაძლოა ტემპერატურა - 30 გრადუსით დაეცეს - CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება
1769694300
ინდოეთში მამაკაცმა გველი სიკვდილს ხელოვნური სუნთქვით გადაარჩინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუჯარათის შტატში მოხდა. ქვეწარმავალი ელექტრო ბოძზე მიცოცავდა, როდესაც დენმა დაარტყა და 4,5 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
იმ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებს დაშავებული ქვეწარმავალი შეეცოდათ და ადგილობრივ მაშველს, მუკეშ ვაიადს დაურეკეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა.
როდესაც ვაიადი მიხვდა, რომ მის წინაშე უწყინარი, უშხამო სახეობის გველი იყო, მას გულის არეში მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. 30 წუთიანი ძალისხმევისა შედეგად, ქვეწარმავალი გონზე მოვიდა.
View this post on Instagram