მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ინდოეთში, ქალაქ ჰაპურის კერძო საავადმყოფოს ქირურგებმა 40 წლის პაციენტის კუჭიდან 29 ფოლადის კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და 2 კალამი ამოიღეს.
The Times of India-ს ცნობით, ერთი თვის წინ ოჯახმა კაცი სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსა, რაღაც პერიოდის შემდეგ კი მას მუცლის ტკივილი დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ულტრაბგერითმა კვლევამ დაადგინა, რომ კაცს კუჭში ლითონის ნივთები აქვს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმები განმარტავენ, რომ კაცის უჩვეულო ქცევა მის ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ინციდენტზე კომენტარი თავად 40 წლის კაცმაც გააკეთა. მან განმარტა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ცუდად ექცეოდნენ და არ აჭმევდნენ. „თავს უმწეოდ ვგრძნობდი, გაბრაზებული ვიყავი, ამიტომ დავიწყე ყველაფრის გადაყლაპვა, რათა საკუთარი თავისთვის ტკივილი მომეყენებინა“, - იხსენებს ის.
ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.