იტალიაში, დედაზე ძალადობის ბრალდებით 34 წლის ქართველი კაცი დააკავეს

moxuci

იტალიაში, დედაზე ძალადობის ბრალდებით 34 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ცნობით, ქართველი ნარკოდამოკიდებულია და მას დედასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. 

დაკავებულ ქართველს ბრალი წარუდგინეს ოჯახის წევრისადმი ძალადობის, სასამართლოს აკრძალვის დარღვევისა და პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო.