სახლიდან შუახნის მამაკაცის გამოყვანა მოასწრეს... - ბაღდათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სახანძრო

ბაღდათში, სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა ვინაიდან სახლი მთლიანად ხის იყო და სრულად დაიწვა 

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ხანძრის დროს სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა, შემთხვევით ადგილობრივი სოფლის გამგებელმა ლევან ჯაბიძემ მანქანით გადაადგილებისას შენიშნა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა რა დროსაც მან გააჩერა და დაუყოვნებლივ რეაგირება დაიწყო, ადგილზე მისულს მამაკაცი დახვდა ცეცხლმოკიდებულ სახლში რის შედეგადაც მან მოასწრო მამაკაცის გამოყვანა და გადარჩენა 
 ხანძრის გამომწვევ მიზეზად სავარაუდოდ ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება.


წყარო: ბაღდათი Info