მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
10 წლის შემდეგ, გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციები ისევ აამოქმედა. ეს მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ წარდგენილმა რეზოლუციამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. აღნიშნული ქვეყნები ცდილობდნენ ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების განახლებისთვის ხელი შეეშალათ. რეზოლუციით კი სანქციების ამოქმედების 6 თვით გადადებას ითხოვდნენ.
რუსეთისა და ჩინეთის წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 4-მა ქვეყანამ მისცა, 9 წინააღმდეგი იყო, 2-მა კი თავი შეიკავა.
გაერომ ირანს სანქციები 2006 წელს დაუწესა და ის რამდენჯერმე გამკაცრდა. 2015 წელს მიღწეული იყო შეთანხმებები, რომლის თანახმადაც თეირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის პირობა დადო. 2016 წლიდან სანქციები ოფიციალურად გაუქმდა. მათი აღდგენის მექანიზმი კი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა 2025 წლის აგვისტოში აამოქმედეს. მათ ირანი 2015 წლის ხელშეკრულობით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.