მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ტან რენჯიანს ქრთამის საქმეზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სასჯელი ძალაში ორი წლის შემდეგ შევა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2007-2024 წლებში ტან რენჯიანი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას გავლენის გამოყენებით ეხმარებოდა კომპანიებსა და კერძო პირებს ბიზნესში, კონტრაქტების მიღებასა და თანამდებობებზე დანიშვნაში. ამისთვის რენჯიანმა პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით 268 მილიონ იუანზე მეტი ფულადი თანხა და ქონება მიიღო.
სასამართლომ მას ბრალი წაუყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების მუხლით.
კანონის თანახმად, რენჯიანს სიკვდილით დასჯა ეკუთვნოდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალის აღიარების ფაქტი, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ქრთამის უმეტესი ნაწილის ნებაყოფლობითი დაბრუნება, რის გამოც სიკვდილით დასჯა ორი წლის გადაავადა.